საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, უკრაინაში ომი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაა - კვლევა
CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ ომზე პასუხისმგებელი პირადად ვლადიმერ პუტინია, უმრავლესობას, 43%-ს, კი მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
3% მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყება ამერიკის შეერთებული შტატების ბრალია. 1% მიიჩნევს, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, ეკისრება.
საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.
CRRC საქართველოს ახალი კვლევა ნახეთ აქ.