პრეზიდენტის პასუხს ომზე დადებითად 64% აფასებს, პრემიერის მხოლოდ 41% - CRRC-ის ახალი კვლევა

15.03.22 14:30
პრეზიდენტის პასუხს ომზე დადებითად 64% აფასებს, პრემიერის მხოლოდ  41% - CRRC-ის ახალი კვლევა

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 64% დადებითად აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს კი დადებითად მხოლოდ 41% მიიჩნევს.

რაც შეეხება პარლამენტის მოქმედებებს, საკანონმდებლო ორგანოს ქმედებებს დადებითად 34% აფასებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 65%,  ქართული მედიის მოქმედებებს აფასებს დადებითად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს დადებითად აფასებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის ამომრჩევლები.

ირაკლი ღარიბაშვილს ქმედებები კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაა მისაღები.

 საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა  ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

CRRC საქართველოს ახალი კვლევა ნახეთ აქ