საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 78% უჭერს მხარს - კვლევა

15.03.22 14:39
საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 78% უჭერს მხარს - კვლევა

საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს - მოსახლეობის განწყობა  CRRC-მა შეისწავლა. 

კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 78% ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. 

კვლევის თანახმად, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს.

CRRC-ის ახალი კვლევის თანახმდ,  ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას 84% ემხრობა, ხოლო ნატოში – 82%.

საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვა  ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით მოხდა, შეირჩა 1 092 აბონენტი, ცდომილება – 2.96%, გამოპასუხების დონე – 24%.

CRRC საქართველოს ახალი კვლევა ნახეთ აქ