იძულებულები გავხდით, ზურაბიშვილისთვის კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები განგვემარტა - მდინარაძე
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იძულებული გახდა, სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუციის კონკრეტული დათქმები კარგად განემარტა:
რადგან პრეზიდენტის მხრიდანვე გახმოვანდა (ვიზიტების შესახებ) ჩვენ იძულებულები ვართ, მას კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ. იმპიჩმენტზე ჩვენ საუბარი არ გვექნება, დღეს არ არის ამისი დრო, მაგრამ იმის დრო ნამდვილად არის, მიუხედავად ამ რთული ვითარების ფონზეც კი, ჩვენ რომ არ ვისაუბროთ ამაზე, შეუძლებელია. კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა არც ერთმა ქვეყანამ და არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაატაროს, მაგრამ დღეს იმპიჩმენტზე საუბარი ზედმეტია"- ამბობს მდინარაძე.