სააკაშვილის წამების საქმეს ის პროკურორი გამოიძიებს, რომელიც მას წლების განმავლობაში ასამართლებდა
მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეს ის პროკურორი გამოიძიებს, რომელიც მას წლების განმავლობაში ასამართლებდა. ნათია სონღულაშვილი ახლა იმ უწყების მაღალჩინოსანია, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაანააცვლა. მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა უკვე ოფიციალურად დაიკავა. ადვოკატებისთვის, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტის წამების საქმეს ხელისუფლება არასდროს არ გამოიძიებს.
პროკურორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ბრალს დებდა წლების განმავლობაში, ინიშნება ამ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირად, ბუნებრივია ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის ამ საქმეს ვერ გამოიძიებს. ამიტომ ბუნებრივია, გამოძიების რაიმე ტიპის სანდოობაზე ან ობიექტურობაზე საუბარიც კი ზედმეტი არის ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ საგამოძიებო სამსახური დიდი რისკია, იქცეს კიდევ ერთ მორჩილ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში", - თქვა შოთა თუთბერიძემ