როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? - ბუჩუკური "ოცნებას"
როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? - ამ შეკითხვით მიმართა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მმართველ გუნდს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს კონსტიტუციის არცოდნაში სდებს, უზენაეს კანონს თავად არ უნდა არღვევდეს.
პრეზიდენტს მოუწოდეთ, რომ წაიკითხოს კონსტიტუცია და დასდეთ ბრალი, რომ კონსტიტუციას არღვევს. როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობა და მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ფაქტობრივად, პერმანენტულად არღევს საქართველოს კონსტიტუციას. როდესაც გარკვეული ჯგუფი საპარლამენტო მას იბარებს პარლამენტში, უნდა გამოცხადდეს პარლამენტშ კონსტიტუციის და რეგლამენტის მიხედვით. ეს არის სავალდებულო. როდესაც ამას არ აკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა არ არის?, - თქვა ბუჩუკურმა.