პრეზიდენტმა ფსევდო-შუაშისტური პოზიცია დაიკავა - სუბარი
"ქართული ოცნების" დეპუტატი სოზარ სუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფსევდო-შუაშისტური პოზიციისთვის აკრიტიკებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელ საქმიანობებს თავისი სახელი მკაფიოდ უნდა დაარქვას.
ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით, რომ მინიმუმ, ქვეყნის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელ საქმიანობებს დაარქვას სახელი და არა ის, რომ ფსევდო-შუაშისტური პოზიცია დაიკავოს და დიდაქტიკური მოტივები წაგვიკითხოს იმაზე, რომ თურმე ერთობა კარგია. ერთობა ვერ იქნება იმ ძალასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და მითუმეტეს, პრეზიდენტისგან ძალიან ძნელია მოისმინო დიდაქტიკური რჩევები მაშინ, როცა იგნორირებას უკეთებს იმ კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის უპირველესი დოკუმენტი, - თქვა სუბარმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა. მეტიც, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვა.