,,ოცნებას" მხოლოდ დაყოფა და უფსკრულის გაჩენა შეუძლია - დავით უსუფაშვილი

15.03.22 15:39
,,ოცნებას" მხოლოდ დაყოფა და უფსკრულის გაჩენა შეუძლია - დავით უსუფაშვილი

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ,,ოცნების" მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე ,,ოცნების" ხელწერად იქცა ფაქტი, როცა მათი წევრი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, მას მტრად აცხადებენ. 

დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ,,ოცნებისთვის" ტრადიციულ მოვლენასთან, როცა რომელიმე მისი მხარდაჭერით დანიშნული პირი რაღაც განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, უკვე აღარ მოსწონთ და ადანაშაულებენ მას ოპოზიციასთან თანამშრომლობაში, ათას უბედურებაში, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევაში. 

,,ოცნებას" არ აქვს პარლამენტში 100 ხმა, რომ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, ამიტომ ის სხვა გზით მიდის. შეაქვთ სარჩელი.

ეს სარჩელი, რომელზეც საუბრობენ, საერთოდ გაუგებარია. პარტიის პოლიტსაბჭო როგორ აცხადებს ამ თემებს, როცა პარტია არაფერ შუაშია? რაც გამოაცხადეს, ეს არის დავა ორგანოებს შორის. 

,,ოცნებას" შეუძლია მხოლოდ დაყოფა, გაყოფა, უფსკრულის გაჩენა - ამბობს დავით უსუფაშვილი.

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა.  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვა.