მადლობა ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

15.03.22 16:26
მადლობა ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

 უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი პრეზიდენტ ზურაბიშვილს გუშინდელ ყოველწლიურ მოხსენების გამო მადლობას უხდის: 

„მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხატა...  ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში  გამოსვლის რეაქციებს პოლიტიკურ ჭრილში და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“,- განაცხადა საელჩოში გამართულ ბრინგზე დიპლომატმა. 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზში ანდრეი კასიანოვთან ერთად შევიდა, როს გამოც "ქართული ოცნების" საყვედური დაიმსახურა. მმართველმა ძალამ საქართველოს პრეზიდენტი რეგლემენტისა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.