ომის დაწყებიდან საქართველოში 4 100 უკრაინელი ჩამოვიდა

15.03.22 16:48
ომის დაწყებიდან საქართველოში 4 100 უკრაინელი ჩამოვიდა

დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა. ინფორმაცია მედიას საქართველოში უკრაინისელჩის მოვალების შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა მიმაწოდა.

ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო"- თქვა კასიანოვმა.