პრეზიდენტის წინაარმდეგ გავრცელებული განცხადების ავტორი კობახიძეა- "ოცნების" თავმჯდომარე გაუჩინარებულია

15.03.22 17:21
პრეზიდენტის წინაარმდეგ გავრცელებული განცხადების ავტორი კობახიძეა- "ოცნების" თავმჯდომარე გაუჩინარებულია

რატომ ჩაწერა "ქართულმა ოცნებამ" წერილობით განცხადებაში რომ სალომე ზრაბიშვილმა წინასწარ განზრახვით დაარღვია კონსტიტუცია და რატომ თქვა, პრემიერ-მინისტრმა რომ პრეზიდენტი შეცდომაშია სეტვანილი? - კითხვის მთავარი ადრესატი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასტან არ ჩნდება. 

მმართველი გუნდის  დეპუტატები ადატურებენ, რომ პრეზიდენტის წინაარმდეგ გავრცელებული განცხადების ავტორი სწორედ ირაკლი კობახიძეა.

"ქართული ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის პოზოიციას იზიარებენ, თუმცა კითხვას, რატომ განხვავდება პრემირის და ოცნების რიტორიკა სალომე ზურაბისვილტან  დაკავშირებით, ისინი კონკრეტულ პასუხს ვერ სცემენ.

საქართველოს პრეზიდენტი რომ ხარ, კეთილი ინებე, აიღე ელსმენი და პრემიერ ღარიბაშვილს დაურეკე - უთხარი, რომ ამის და ამის გაკეთებას ვაპირებ და შევთანხმდეთ"- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.