უკვე გავიგეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება - ზელენსკი

15.03.22 17:47
უკვე გავიგეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება - ზელენსკი

ვოლოდიმერ ზეწლენსკის თქმით, კიევში მიხვდნენ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ მოქმედებს. 

გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არაა, ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ჩვენ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის მიხვედრას იწყებს და ეყრდნობა საკუთარ თავსა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან"- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ.