ბათუმის ავტობანზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - დაღუპულია განათლების სამინისტროს პრესსამსახური

15.03.22 22:10
ბათუმის ავტობანზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - დაღუპულია განათლების სამინისტროს პრესსამსახური

ბათუმში, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია ემსხვერპლა. "პირველების" ინფორმაციით, ვადაჭკორია განათლების მინისტრთან ერთად, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და ავარიაც იმ დროს მოხდა.

ამ დროისთვის მძიმეა განათლების მინისტრის მდგომარეობაც, რომელიც კლინიკა "მედცენტრშია" გადაყვანილი. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რომელთა მგზავრების სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.