უკვე მე-11 წელია ივანიშვილის რუსული კავშირები ვერ დაადასტურეს - სერგეენკო

16.03.22 11:17
უკვე მე-11 წელია ივანიშვილის რუსული კავშირები ვერ დაადასტურეს - სერგეენკო

მმართველი გუნდის წევრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ოპოზიცია მისი რუსული კავშირების დადასტურებას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოსდის. 

2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, უკვე დაიწყო სისტემური კამპანია იმის შესახებ, რომ აღმოეჩინათ და დაედასტურებინათ მისი რუსული კავშრები, თუმცა აგერ უკვე მე-11 წელია ეს დადასტურება არ მომხდარა. ვერცერთი დადასტურებული ფაქტი, მე არ მინახავს, - თქვა სერგეენკომ. 

 ინტერნეტსივცეში ,,კიბერკამარას" სახელით გავრცელდა ბიძინა ივანიშვილისა და ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერი, მითითებულია თარიღიც, 2022 წლის 28 თებერვალი. 

ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკო დაბადების დღეს ულოცავს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.