აშშ პუტინის სამხედრო ტრიბუნალით გასამართლებას ითხოვს

16.03.22 11:41
აშშ პუტინის სამხედრო ტრიბუნალით გასამართლებას ითხოვს

ვლადიმერ პუტინის სამხედრო ტრიბუნალით გასამართლებას ამერიკის შეერთებული შტატებიც ითხოვს - რეზოლუცია უკვე  მიღებულია.

დოკუმენტს, რომლითაც შტატები პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვეს, მხარი სენატის ყველა წევრმა ერთხმად  დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

პარალელურად კი პუტინი  თეთრის  სახლის ადმინისტრაცია  სანციებს უწესებს, თუმცა კრემლის სანქცირებულთა სიაში დაშვებული შეცდომის გამო, ამერიკის  პრეზიდენტის ნაცვლად მისი წლების წინ გარდაცვლილი მამა მოხვდა.

პუტინმა რუსეთში ჩასვლა შეერთებული შტატების  პრეზიდენტს, მის შვილს, სახელმწიფო მდივანს,თავდაცვის მდივანს და თეთრი სახლის კიდევ 11 მაღალჩინოსანს აუკრძალა. 

პირველ რიგში, პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი, ამიტომ შესაძლოა რუსეთმა სანქციები მამამისს დაუწესა, დაე, მშვიდად განისვენოს. გაგიკვირდებათ და არც ერთი ჩვენგანი არ გეგმავს რუსეთში ტურისტულ მოგზაურობებს, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებასაც ვერ შევძლებთ", - განაცხადა თეთრის სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკმა რუსეთის მიერ აშშ-ის მთავრობის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, კი  პუტინი ნარკოდილერს დაემსგავსა. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ჰიდროკარბპნებზე დამოკიდებულს ხდიდა, გაზზსა და ნავთობზე. ის ნარკოდილერს დაემსგავსა. ჩვენ უნდა დავიხსნათ ტავი ამ დამოკიდებულებისგან. ბოლო 80 წლის განმავლობაში, რასაც მსოფლიო უკრაინაში ხედავს, სისასტიკე და უდანაშაულო ადამიანების დაბომბვა. დაუჯერებელია ის, რაც ახლა ჩვენს კონტინენტზე ხდება. იმედი მაქვს, რომ შევქმნით ძლიერ და ეფექტურ კოალიციას, რათა ვიზრუნველჰყოთ, რომ პუტინის ჰიდროკარბონებზე დამოკიდებულება შევწყვიტოთ"- თქვა ჯონსონმა.