რუსეთმა ბაიდენს და 12 ამერიკელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

16.03.22 08:51
რუსეთმა ბაიდენს და 12 ამერიკელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

მოსკოვმა, ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კიდევ 12 ამერიკელ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

"რუსეთის პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სერიაზე იყო გარდაუვალი შედეგი იმ უკიდურესად რუსოფობიური კურსისა, რომელიც აიღო ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციამ"- აცხადებსნ ლავროვის უწყებაში. 

პუტინის მიერ სანქცირებულთა სია ასეთია: 

  • აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი;
  • პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი;
  • პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ჯეიკ სალივანი;
  • CIA დირექტორი უილიამ ბერნსი;
  • გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილი
  • თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი;
  • პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დულიპ სინგჰი;
  • საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი;
  • აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი;
  • აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი;
  • აშშ-ს სახაზინო მდივნის პირველი მოადგილე ადევაილ ადეემო;
  • ექსპორტ-იმპორტ ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლუისი.