"სასაცილო და არასერიოზულ სიუჟეტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - წილოსანი ივანიშვილი-ევტუშენკოს აუდიოჩანაწერზე
მმართვეი გუნდის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ჩანაწერი, რომელიც ივანიშვილის და ევტუშენკოს დიალოგს ასახავს, არასერიოზული და სასაცილოა. დეპუტატის თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს ივანიშვილის ეროვნულობაში ეჭვი არ ეპარება.
ბიძინა ივანიშვილის მთალიანი აქტივები და ფინანსები ნამდვილად იხარჯება და ხმარდება ქართული საქმის გაკეთებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების უმრავლესობას და უდიდეს ნაწილს ეჭვი არ ეპარება ბიძინა ივანიშვილის ეროვნულობაში. ყველა ის პროექტი თუ ნაბიჯი, რომელიც მას გადაუდგამს, სწორედ ამაში გვარწმუნებს. ძალიან სასაცილო და არასერიოზულ სიუჟეტზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, - ამბობს წილოსანი.