სკანდალი: ნათელაშვილის მტკიცებით, ივანიშვილი პუტინთან აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას განიხილავს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის სკანდალური განცხადება - შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს:
დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მთელ მსოფლიო დააყენა მესამე მსოფლო ომის ზღვართან, საქართველოს დიქტატორი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ისარგებლოს მომენტით, ჩაიდინოს მორიგი ეროვნულ-ისტორიული ღალატი რის შედეგადაც ქართული სახელმწიფო აღარ უნდა დარჩეს. კარგა ხანია, პერმანენტულ რეჟიმში კრემლთან კონულტაცია-მოლაპარაკებებს აწარმოებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. ვიმეორებ, პუტინსა და ივანიშვილს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი მტკიცებით, ამ მოლაპარაკებებში რუსული ოლიგარქია და პუტინის ახლო გარემოცვაც არიან ჩართულები.
პირველი ლეიბორისტი ოლიგარქ ივანიშვილს აფრთხილებს, რომ "ქართველი ხალხის რისხვას ვერ გაასწრებს".
გამოვიდეს და საჯაროდ დაგმოს რუსეთის აგრესია. თავისი მილიარდებიდან, გადაურიცხოს თანხა უკრაინელ ბავშვებს. ეს იქნება დადასტურბა, რომ მისი რუსეთთან კავშირები ჭორია"- აღნიშნა ნათელაშვილმა.
მან აშშ-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ კიდევ ერთხელ მოუ