ოცნება vs ზურაბიშვილი - პრეზიდენტი "ოცნების" ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. "პირველების" კორესპოდენტმა, პრეზიდენტს კიტხვები ათონელის რეზიდენციაში შესვლამდე დაუსვა, თუმცა მან არცერთ ჩვენ კითხვას არ უპასუხა.
კონსტიტუციის დარღვევაში დადანაშაუალებული პრეზიდენტი, პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, ხელისუფლება არკვევს რა ხარჯებით წავიდა სალომე ზურაბიშვილი ევროპაში.
მმართველ პარტია არკვევს, ხომ არ გამოიყენა პრეზიდენტმა ბიუჯეტის ფული "პირადი ხასიათის შეხვედრებისთვის".
მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი დაანონსა. სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია.
ქვეყნის მთავრსარდალი "კანონდამრღვევად და ქვეყნის საფრთხედ" ქართულმა ოცნება გუშინ უკვე ოფიციალურად გამოცხადა ის ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე ევროპაში ვიზიტების გამო გახდა.