საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს რუსეთსა და პუტინს - ლევან ბეჟაშვილი
,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას აფასებს, რომელშიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების საბოლოო პოზიცია დააფიქსირა - რუსეთის ეკონომიკურ სანქციების დაწესებას ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდება.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს პუტინს.
,,ნაცმოძრაობის" წევრი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოახდინოს მკვეთრი დისტანცირება ,,ქართული ოცნებისგან", რადგან მმართველი პარტია ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.
ირაკლი კობახიძის ეს განცხადება უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმძღვანელო, რომ ამ ძალასთან არ შეიძლება დათმობა, რადგან აშკარა რუსულ ძალას წარმოადგენენ. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ან დაიკავოს ქართული საზოგადოების, ხალხის მხარე, პროგრესიული საზოგადოების მხარე, თუ ისევ ,,ქართულ ოცნებასთან" გააგრძელოს თანამშრომლობა.
დღეს ,,ქართული ოცნება" არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, ქართველ ხალხს. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს რუსეთსა და პუტინს - განაცხადა ბეჟაშვილმა.