პრეზიდენტის დასჯაზე არ არის საუბარი...მას საკონსტუტუციო სასამართლოში არავის უჩივის - კახი კალაძე
თბილისის მერისა და ,,ქართული ოცნების" გენმდივნის, კახა კალაძის, განმარტებით, მმართველ პარტიაში არ განიხილება საქართველოს პრეზიდენტის რაიმე ფორმით დასჯა, ან მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა.
კახა კალაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, ასევე ნებისმიერ პოლიტიკოსს, თუ უბრალო მოქალაქეს, დაიცვან კონსტიტუცია.
არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალია. ჩვენ, პოლიტიკოსებს, უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ კონსტიტუცია, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ?
პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი არ არის და რაღაცეებს ნუ იგონებთ, ნუ სპეკულირებთ - განუცხადა მედიას კახა კალაძემ.