ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე "ნეიტრალური სტატუსი" სერიოზულად განიხილება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე "ნეიტრალური სტატუსი" სერიოზულად განიხილება.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი იქვე ამბობს, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის, მაგრამ "გარკვეული იმედი კომპრომისთან დაკავშირებით გამოიკვეთა".
მოლაპარაკებები კარგად არ მიდის, მაგრამ მაინც არის გარკვეული იმედი კომპრომისზე... ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება და ის დაკავშირებულია რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან. ეს ის არის, რასაც პრეზიდენტი პუტინი ამბობდა თებერვალში, ანუ ნებისმიერი ურთიერთმისაღები უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც გარდა ნატო-ს გაფართოებისა, სწორედ ეს განიხილება ახლა მოლაპარაკებებზე", - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ არცთუ დიდი ხნის წინ, ზოგიერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ეს გაცილებით რეალისტური შეფასებაა იმის, რაც ხდება, რადგან მანამდე საკმაოდ კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა"- თქვა მან.
"ნეიტრალიტეტი განიხილება როგორც კომპრომისული ვარიანტი" - განაცხადა ცოტა ხნის წინ, პუტინის პრესპიკერმაც.
რუსეთის მოთხოვნა ასეთია - უკრაინამ განხილოს ავსტრიული და შვედური მოედლი და ნატოს წევრობაზე უარი თქვას.
რუსული მხარის ამ მოთხოვნას უკრაინამ ოფიცალურად უკვე უპასუხა- ზელენსკის ადმინისტრაცია დაენებებას არ აპირებს და დასავლეთისგან მყარ გარანტიებს ითხოვს.