ღარიბაშვილი ქართველ ხალხს ატყუებს - სამადაშვილი დასავლურ სანქციებზე
"ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, რატომ არ შეუერთდა საქართველო დასავლურ სანქციებს. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ სანქციების დაწესებაზე უარის თქმა ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკურ შედეგებსაც გამოიწვევს.
ჩვენ რაზეც დღეს უნდა ვესაუბრებოდეთ ევროპელ კოლეგებს არის კომპენსაცია, როგორ შეიძლება ჩვენ როგორ მივიღოთ იმ ეკონომიკური დანაკარგისთვის, რომელსაც გამოიწვევს სანქციების რეჟიმის შემოღება, ამის ნაცვლად კობახიძე და ღარიბაშვილი ქართველ ხალხს ატყუებს, რომ სანქციების რეჟიმს არ მიუერთდებიან და არანაირი ეკონომიკური შედეგი ამ ქვეყანას არ ექნება. ეს არის ტყუილი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. საქართველოს მთავრობა სანქციების პაკეტს არ შეუერთდა.
ოპოზიცია მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პაკეტს შეუერთდეს.