ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლებში, ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს - ზელენსკი

17.03.22 11:00
ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლებში, ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუს ოკუპანტებს მიმართავს, დაბრუნდნენ სახლებში. პრეზიდენტის თქმით, ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. 

ოკუპანტებო, დაბრუნდით სახლებში, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესაძლებლობა აქვს თითოულ ჯარისკაცს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მათი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან. თითოული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დადებს, გადარჩენის შანსს მიიღებს"- განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, მარიუპოლში მდებარე დრამატული თეატრი რუსეთმა მიზანმიმართულად დაბობა. 

იქ თავს ასობით ადამიანი აფარებდა. შენობა მთლიანად განადგურებულია, დაღუპულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. გული მისკდება იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს. რსეთის მოქალაქ ეებო, რითი განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადსის ბლოკადისგან?! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლას რუსეთმა, კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს, რომ დასავლელმა ლიდერებმა ჩვენს მოთხოვნებს ცის დაკავშირებით პოზიტიური პასუხები გასცენ"- თქვა ზელენსკიმ.