ჩვენი ხალხის იმედი მაქვს, ყველაფერს იღონებენ, რომ გადავრჩეთ - გიული ალასანია მოსალოდნელ პროვოკაციაზე

17.03.22 13:21
ჩვენი ხალხის იმედი მაქვს, ყველაფერს იღონებენ, რომ გადავრჩეთ - გიული ალასანია მოსალოდნელ პროვოკაციაზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მიმართ დაგეგმილ პროვოკაციას არ დაუშვებს და ყველაფერს იღონებს. საუბარია პროვოკაციაზე, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე ისაუბრა.  

გვყავს კუდის მოქიცინე ხელისუფლება, ვითომ დასავლეთი გვინდა, გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ხალხის, რომ  ამას არავინ არ დაუშვებს აქ, პროვოკაციას რომელიც მზადდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველაფერს იღონებენ, რომ ეს არ გაუვიდეს არავის და გადავრჩეთ როგორმე", - განაცხადა  გიული ალასანიამ.