მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ, რომ საბოლოოდ დაადგინოთ რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა - წითლიძე გომელაურს

17.03.22 15:17
მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ, რომ საბოლოოდ დაადგინოთ რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა - წითლიძე გომელაურს

მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგინოთ რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. 

ენმ-ს წევრმა, სიტყვით გამიოსვლისას პოლიტიკურ დევნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ  რაფავა, ამირან ჯანაშია და გია დათიაშვილი, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ეს ადამიანები განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების იყვნენ და „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერდნენ. 

წითლიძის თქმით, გომელაურმა შექმნა ყველაზე საშიში პრეცედენტი - "როგორ აიძულეთ მაშინ მოქმედი პოლიციელები იარაღი ჩაედოთ ყოფილი პოლიციელებისთვის. მაინტერესებს თუ გრძნობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით?"

შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი  ესებუას სამართალდამცავი უწყებები 512 დღეა უშედეგოდ ეძებენ, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.