,,ლელო" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ზელენსკი მოვიწვიოთ - სალომე სამადაშვილი

17.03.22 19:01
,,ლელო" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ზელენსკი მოვიწვიოთ - სალომე სამადაშვილი

,,ლელო" გამოდის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა სიტყვისთ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს" - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება ,,ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, გააკეთა. 

„ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო," - აღნიშნა სამადაშვილმა.

 სალომე სამადაშვილის გამოსვლის შემდეგ ,,ლელოს" წევრსა და და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.