ჩვენ ვთქვით, რომ ენმ-ს და "ლელოს" არცერთ ინიციატივას არ გავიზიარებთ - პაპუაშვილი

18.03.22 12:42
ჩვენ ვთქვით, რომ ენმ-ს და "ლელოს" არცერთ ინიციატივას არ გავიზიარებთ - პაპუაშვილი

"ლელოს" ინიციატივას, რომ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით საქართველოს  პარლამენტსაც მიმართოს, სახელისუფლებო გუნდი არ იზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" არცერთ ინიციატივას გაიზიარებს, რადგან ამ პარტიების მიზანი საქართველოში ისტერიის შექმნაა. 

ჩვენ ვხედავთ ეს ბოლო პერიოდი, რასდა ცდილობს ოპოზიცისს ნაწილი, "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", ეს პირდაპირ ხაზია აქ მდგომარეობის ისტერიამდე მიყვანის. ამის ნაწილია ყველაფერი, ჩვენ რასაც ვხედავდით. რიგგარეშე სხდომა გახსოვთ, რომ მოითხოვეს თავის დროზე,  ყველაფერი რასაც ითხოვენ, ეს არის, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია საქართველოში.  ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს მხოლოდ პიარზე, ინსცენირებაზე, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეშ იყვნენ ჩართული. ჩვენ პიარზე არ ვფიქრობთ,. ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე და უკრაინელ ხალხზე და იმ ომზე, რომელიც მიმდინარეეობს უკრაინაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მტავარი ის კი არ არის, რომ მოხდეს თეატრალოიზება ამ საკითხის, როდესაც ადამიანური ტრაგედიები ხდება უკრაინაში, არამედ საქმეა რეალურ დახმარებაში, მათ შორის, პარლამენტში. უკვე მეორე პარტიას ვამზადებთ ჰუმანიტარული დამხარების, ვაგროვებთ თანხებს პარლამენტში და ოპოზიციის არცერთ წევრს შემოწირულობა არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გავაგაზავნოთ უკრაინაში. საერთოდ, რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" ინიციატიოვებს უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ამ ინიციატივას არ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ გასაგებია მათი ხაზი, - განაცხადა პაპუაშვილმა.