მოვითხოვთ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას - სააკაშვილი

18.03.22 14:45
მოვითხოვთ, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას  - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ სააკაშვილის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი. ამავე დროს, მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ. 
ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ", - წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.