"არ ვაპირებთ, განვიხილოთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან" - მდინარაძე ოპოზიციის ინიციატივაზე

18.03.22 15:21
"არ ვაპირებთ, განვიხილოთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან" - მდინარაძე ოპოზიციის ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ოპოზიციას ინიციატივას ვოლოზიდიმირ ზელენსკის მოწვევასთან დაკავშირებით უარი ეთქვა. მდინარაძის თქმით, ეს არ არის ოპოზიციის დასაყენებელი ინიციატივა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული.

მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციას მავნებლობაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას სთხოვს. 

,,ნაცმოძრაობის" და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად მაინც რომ განვიხილოთ, არ ვაპირებთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან იმ მავნებლობისთვის, რაც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დღემდე ჩაიდინეს ქვეყნის ფარგლებს შიგნით თუ ფარგლებს გარეთ. გაითვალისწინონ სერიოზული უხერხულობა, როდესაც ქვეყანას  აყენებენ შეურაცხყოფას, გაწვეული ელჩის მიუხედევად, მსგავს საკითხებს რომ აყენებენ. მსგავსი საკითხები თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის. არ დგას ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში. თუ საჭიროება იქნება, თუ ეროვნული ინტერესი იქნება ასეთი, მაშინ ვილაპარაკებთ ამაზე. ეს არ არის ოპოზიციის დასაყენებელი საკითხი, - განაცხადა მდინარაძემ.