მტრის აგენტურა საქართველოში - რუსული სკოლის გახსნაზე ოპოზიცია და NGO-ები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

19.03.22 13:21
მტრის აგენტურა საქართველოში - რუსული სკოლის გახსნაზე ოპოზიცია და NGO-ები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ბათუმში რუსული სკოლის შესაძლო გახსნას  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. ხათუნა ბერიძის თქმით, თუ სკოლა უკრაინელებისთვის იხსნება, სწავლებაც რუსულ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს.

ჩვენ დაგეხმარებით, რომ გაიხსნას უკრაინული სკოლა თუ უკრაინელები და ბელარუსელები ხართ. გაკვეთილები რატომ არ ტარდება უკრაინულად, რატომ ტარდება რუსულად. საქართველოში არასდროს რუსული სკოლა არ გაიხსნება", - ხათუნა ბერიძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ  აღნიშნული ფაქტი საფრთხის შემცველია და საქართველოში რუსული აგენტურის არსებობას უკავშირდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე მოიხოვს, რომ   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  აღნიშნულით  დაინტერესდეს და მათი მიმოწერა დეტალურად შეისწავლოს. 

როგორც წესი ისინი თავს ასაღებენ ბელორუსებად და ესე ცდილობენ თავის დამკვიდრებას. იმის ფონზე, როცა მათ არცერთი ნორმალური სახლემწიფო თავის ქვეყანაში არ უშვებს. მთავარ ბაზირებას აკეთებენ საქართველოში და განსაკუთრებით აკეთებენ ბათუმში. სუს- ჩვენ კი არ დაგვსდევდეს, ამათ ტელეგრამ არხებს უყურებდეს, უსმენდეს", - ამბობს გიორგი კირთაძე.  

 "პირველებმა" არაერთი მიმოწერა მოიპოვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ტელეგრამის  ჩატში ინახება. მიმოწერის მიხედვით, ბათუმში გორგასლის ქუჩაზე უკვე გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, რომელშიც რუსი და ბელარუსელი მოსწავლეები სწავლობენ. შემდეგი ეტაპი კი რუსული სკოლის გახსნაა. სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაციას მასწვალებლები  და მოსწავლეების მშობლები ადასტურებენ. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მათ ხელისუფლება ეხმარება. რუსები და ბელარუსელები აკრედიტაციას ელოდებიან.