შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყველა სამინისტროში გაიზარდა, გამონაკლისი ჯანდაცვაა - IDFI-ის კვლევა

19.03.22 13:31
შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყველა სამინისტროში გაიზარდა, გამონაკლისი ჯანდაცვაა - IDFI-ის კვლევა

 2021 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, სამინისტროების ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა. კვლევას ამის შესახებ  IDFI აქვეყნებს. კვლევის მიხედვით,  შრომის ანაზღაურების ხარჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გარდა, ყველა სამინისტროში გაზრდილია.  ირკვევა, რომ ის უწყება რომელიც პანდემიის მართვაზეა პასუხისმგებელი, სამინისტროებს შორის ყველაზე ნაკლებად ფინანსდება.

პანდემიის ფონზე მაინც ვხედავთ, რომ გაზრდილია უმეტესობა ბიუროკრატიული ხარჯებისა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არ არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება, რაც იმის გამო შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები, რომ პანდემიის გამკლავებასთან პირველ რიგში ცართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და სავარაუდოდ მეტი ხარჯი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ რომ პირიქით არის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი.