დიდება გმირებს - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად პარლამენტთან აქცია იმართება. ადგილზე მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. პარლამენტთან ცოტა ხნის წინ საქართველოში უკრაინის ელჩი მივიდა და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვარ ამაყი იმიტომ, რომ ეს ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ომი აქ არ მოვიდეს, მთავარი არის, რომ ჩვენ როგორც ქვეყანამ პატივი ვცეთ მათ და მათ ოჯახებს.მთავრობას მინდა მოვუწოდო და ვუთხრა, რომ მართალაი, რომ თქვენ თვლით, რომ ეს სხვისი ომია, მაგრამ ეს ხალხი არის ჩვენი მოქალაქეები, მათ ოჯახებს უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისტვის დაღუპული გმირების ოჯახებს", - ამბობს გიგი უგულავა.
უკრაინაში, ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ ქალაქ ირპენთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. მათ ერთ-ერთი ფრანგი დაჭრილი ჯარისკაცი გამოჰყავდათ, რა დროსაც რუსეთის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდათ. ისინი უკრიანაში საბრძოლველად 2 კვირის წინ წავიდნენ. მათ ჩამოსვენებას ამ დრომდე ელოდებიან დაღუპული გმირის ოჯახები.