პუტინის ოლიგარქების თავყრილობა აბასთუმანში - ჩანაწერი რომელმაც ივანიშვილის ომის სპონსორებთან მეგობრობა ამხილა

19.03.22 20:10
პუტინის ოლიგარქების თავყრილობა აბასთუმანში - ჩანაწერი რომელმაც ივანიშვილის ომის სპონსორებთან მეგობრობა ამხილა

ერთი სატელეფონო ზარით საქართველოს არაფორმალური მმართველის შავ-ბნელ კავშირებს  ფარდა აეხადა. სატელეფონო კავშირის მეორე მხარეს ცნობილი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვია, რომელიც სიყვარულს ეფიცება ბიძინა ივანიშვილს, ეუბნება რომ მისი იმედი უნდა ჰქონდეს და მასთან ჩამოსვლას უანონსებს. 

ირკვევა, რომ  2022 წლის 18 თებერვლამდე დაბადების დღემდე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარ ოლიგარქს დაპირებია, რომ მის ახლადაშენებულ სასახლეში უმასპინძლებს. "შაბათის ეთერის ინფორმაციით" ინფორმაციით, ეს ობიექტი ქსენიევსკი სასახლეა. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზის მეორის დის ქსენია რომანოვას აბასთუმნის რეზიდენცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავიდან ააშენა და ახლა ზუსტად იქ ცხოვრობს, სადაც რუსეთის სამეფო ოჯახი ისვენებდა.

ირკვევა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს ვლადიმერ პუტინთან ერთად კრემლში იჯდა.  ამ შეხვედრაზე სთხოვა პუტინმა ბიზნეს მხარდაჭერა ეკონომიკური აღორძინებისთვის.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის გამოძიებით,  ივანიშვილის უახლოესი მეგობარი რომელთანაც  მჭიდრო კავშირი აქვს დღემდე - რუსთის შეიარაღებულ ძალებს რადიოკავშირის სისტემით უზრუნველჰყოფსს - რუსი ჯარისკაცები ომის დროს და დაბომბვისას ერთმანეთს რომ ელპარარაკებიან, ეს რადიოკავშირის სისტემები სწორედ ოლიგარქ ევტუშენკოვის ქარხანაშია აწყობილი. 

ამ ადამიანზე კი ქართული ოცნება ამტკიცებს რომ ის თურმე რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაწერა და ჩანაწერი ტვ პირველს გამოუგზავნა. 
ევტუშენკოვი ისტორიული ვილების მოყვარულია. სასახლეების რომელიც სიძველესთან ასოცირდება. მან 5 მარტს "სკანერ პროჯეკტის" გამომძიებლებმა რუს ოლიგარქს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სამი ვილა უპოვეს, სამივე ისტორიული შენობაა. გასულ საუკუნეებში აგებული, მცირე ფრანგული ფანჯრებით და ციხეკოშკის მსგავსი არქიტექტურით.

როგორც ჩანს, პუტინის მეგობარი ოლიგარქი საქართველოში ივანიშვილის აშენებული ქსენიას სასახლის ანალოგით დაინტერესდა.
რაც შეეება ივანიშვილს, მაშინ როდესაც უკრაინაში ომია 100 ზე მერი ბავშვია მკვდარი, გადამწვარია ქალაქები და ყოველდღე პროზექტურები მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედარებით ივსება ოცნების დამფუძნებელი დუმს. 

ხომ არ არის ამ დუმილის მიზეზი მისი და პუტინის გარემოცვის  მჭიდრო მეგობრობა და ამ დუმილით ხომ არ ხდება თავადაც სისასტიკის გამმართლებელი?