რუსულ ტანკერი ბათუმში - ეხმარება თუ არა ქართული ოცნება რუსეთს სანქციებისთის თავის არიდებაში?!
"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ბათუმის პორტში, ტერმინალ ნომერ ერთში ნავთობპროდუქტებით დატვირთული რუსული ტანკერი 8 აპრილს 16:22 საათზე შევიდა. ექსკლუზიური კადრები "ტვ პირველმა" სწორედ იმ დროის გადაიღო, როდესაც რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, ტვირთის დასაცლელად ჩამოდგა.
როგორც ჩანს, მაშინ როდესაც ევროკავშირის პორტები რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის დაიბლოკა, რუსული სატვირთო ხომალდებისთვის საქართველოს კარი ისევ ღიაა. მონაცემებით, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს, რუსული დროში ქვეშ მცურავმა ტანკერმა რუსეთიდან საქართველოში 5000 ტონაზე მეტი საწვავი შემოიტანა.
ცნობილია, რომ ტერმინალი, რომელიც ევროკავშირის და ამერიკის მიერ სანქცირებულ რუსული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს ბათუმში ემსახურება, პრემიერ მინისტრის გარემოცვას ეკუთვნის. წყაროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში რუსული როს "როსნეფტის" ნავთობპროდუქტია შემოვიდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ტერმინალს მფლობელი აგრესიით ხვდება. ლაშა ჩხენკელის მიზანია, კამერამ ვერ დააფიქსიროს ტანკერი, რომელიც ბათუმში დგას.
ჩხენკელი ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი და პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის აკაკი ჩხენკელის ძმა. ტერმინალი ნომერი ერთი, სადაც ახლა რუსული ტანკერი რუსული საწვავით ჩამოდგა, სწორედ ძმებ ჩხენკელებს ეკუთვნით. დასავლეთში სანქცირებული რუსული კომპანიის ტანკერს ის პირადად ხვდება. "შაბათის ეთერის" ინტერესის საგანია დავადგინოს, ვისთვის არის განკუთვნილი ეს საწვავი - საქართველოსთვის თუ სანქცირებული რუსული სახელმწიფო კომპანია ბათუმის პორტს მესამე ქვეყანაში ნავთობის გადასატანად იყენებს?! ჩხენკელი "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ პასუხობს.
როგორც ცნობილია. კომპანია ტერმინალი ერთი, რომელიც რუსული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ემსახურება, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრებს, ძმებ ჩხენკელებს ეკთნით, ლაშა ჩხენკელი, 80 % ფლობს, წილი მისი ცოლის, სოფია წერეთლის სახელზეა გაფორმებული. 10 % მეორე ძმა აკაკი ჩხენკელს, კიდევ 10 % კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ფლობს. სალია ამ ტერმინალის დირექტორიცა.
ორგანიზებული კრიმინალის და კორუფციის გაშუქების კონსორციუმის გამოძიებით, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ტანკერები დროშას ცვლიან ან სანავიგაციო სისტემას თიშავენ, რომ არ მოხდეს მათი პორტებში დაფიქსირება და აი ასე გადააქვთ სანქცირებული ნავთობი.
უცხოელი მკვლევარების ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ასეთი 140 შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ტანკერი სანავიგაციო სისტემას თიშავს, რომ მარშრუტი დამალოს და საქმიანობა შენიღბოს, ეს სანაოსნო წესების დარღვევაა და სანქციები ემუქრება. ჩნდება კითხვა - ხომ არ არ არის ბათუმში, პრემიერ ღარიბაშვილის ახლოგარემოცვის ტერმინალში შემოსული რუსული ტანკერი ერთ-ერთი რომელმაც ამ შავი სქემით იმუშავა?