თავისუფლება თუ ისევ ციხე - დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას, გადასინჯავს. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება. მოსამართლე ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ, დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 23 თებერვალს კი სპეცრაზმმა ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.