ნიკა მელიას სასამართლო - საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები იკრიბებიან
საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება.
სამოქალაქო აქტივისტები და მელიას მხარდამჭერები ადგილზე 11:00 საათისთვის მივლენ და ნიკა მელიას ამ ფორმით გაამხნევებენ.
მათივე თქმით, მელია ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილებით ზის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას, გადასინჯავს. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება. მოსამართლე ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ, დააკმაყოფილა.