ნიკა მელია განაჩენის მოლოდინში - ოპოზიციის ლიდერი საქალაქო სასამართლოშია

13.04.21 11:06
ნიკა მელია განაჩენის მოლოდინში - ოპოზიციის ლიდერი საქალაქო სასამართლოშია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო  აღმკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას, გადასინჯავს. სხდომას თავად ნიკა მელიაც დაესწრება. მოსამართლე  ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 23 თებერვალს კი სპეცრაზმმა ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.