პოლიტიკური რეპრესიები - აქტივისტები ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე
ბულვარის დირექტორის,ირაკლი ჯინჭრაძის გათავისუფლების საკითხს სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ. გენრი დოლიძის თქმით, თორნიკე ჯინჭარაძის პოსტიდან გაშვების გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ მიიღო რაც ის „ბათუმი თაუერისთის“ ბულვარის ტერიტორიის ნაწილის გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა და ხელისუფლება გააკრიტიკა. დოლიძე მიიჩნევს, რომ კრიტიკული მოსაზრებების მქონე თანამდებობების პირების გათავისუფლება შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს.
ველოდებოდით ამ ფაქტს, ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია იმ რეპრესიული რეჟიმის რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი როგორც დაუნდობელია მოწინააღმდეგეების მიმართ, ორი იმდენად დაუნდობელია ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. შესაბამისად არ გამიკვირდება კიდევ რომ გაგრძელდეს გათავისუფლებების სერია იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც გამოირჩევიან ოპოზიციური, განსხვავებული, სამართლიანი მიდგომებით საქმისადმი," - ამბობს გენრი დოლიძე.
ჯინჭარაძე პოსტიდან გუშინ გაათავისუფლეს და მან ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ჯინჭარაძის გათავისუფლების საქმით უკვე დაინტერესდა სახალხო დამცველი. ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.