მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება არის ხელისუფლების პრობლემა - ადვოკატი

13.04.21 11:11
მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება არის ხელისუფლების პრობლემა - ადვოკატი

მოვლენების ეპიცენტრი ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში ელოდება. 

მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკური პატიმარია: 

ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება და უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს. ეს არის ზუსტად აღკვეთის ღონისძიების მიზანი. ვერავინ ვერ დაარწმუნებს სასამართლოს და ვერც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ობიექტურად არის განწყობილი, რომ ნიკა მელია სადმე გაქცევას აპირებს ან სასამართლოს ხელი შეეშლება მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში. იქნება ეს მოსამართლის მიერ აბსოლუტურად გაუქმება აღკვეთის ღონისძიების თუ იქნება კვლავ გირაოს გამოყენება, ეს გამოიწვევს მელიას გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამას უფრთხის ხელისუფლება და ამასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, სწორედაც რომ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება არის ხელისუფლების პრობლემა - ამას ემსახურება მთელი ეს სისულელე" - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

პროკურატურასა და სასამართლოს მელიას პატიმრობა მისი პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნისთვის სჭირდება - ეს განცხადება კი ნიკა მელიას მეორე ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა: 

სასამართლოს და პროკურატურას ნიკა მელიას პატიმრობის გამოყენება იმისთვის კი არ სჭირდება, რომ საქმე განიხილოს და ხელი არ შეეშალოს, მათი მიზანია მელია პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფოს. ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. პირადად მე მოლოდინის არ მაქვს, იმიტომ, რომ არ ველი ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯების გადადგმას" - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.