"ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი აქვს და მალავს" - ოპოზიცია ოლიგარქის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ითხოვს
მას შემდეგ, რაც დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან საერთო ბიზნესი აქვს და ოლიგარქი თავადაც ფლობს მოსკოვში ბიზნესებს, ოპოზიცია მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ითხოვს:
გიგი უგულავა ამბობს, რომ "სანქციების გვერდის ავლით ფულის შოვნა, ივანიშვილის საქმიანი ჰობია".
სანქციების გვერდის ავლით ფულის შოვნა, ივანიშვილის საქმიანი ჰობია. ყველაზე ცნობილი ასეთი ამბავი "ანგოლა გეიტია" , სადაც მან სანქციების გვერდის ავლით, რუსული იარაღი შეიტანა. ამიტომ, როგორც ევტუშენკოვი, პოლტანშევკო თუ ნებისმიერი სხვა, ძალიან მალე, (ეს ყულფი ნელ-ნელა ეჭირება) ასეთ ვითარებაში ივანიშვილი სანქციებში გარდაუვლად მოხვდება"- თქვა გიგი უგულავამ.
"ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს უტყუარ არგუმენტებს, იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლება სანქცირებულ რუს ოლიგარქებს არ ეხმარება:
საუბარია, არა რომელიმე რიგით ოლიგარქზე, არამედ ქართველი წარმომავლობის რუს ოლიგარქზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ფაქტობრეივად სრულ ძალაუფლებას ფლობს. ის პირდაპირ დაკავშირებულია ბიზნესინტერესებით რუსეთში სანქცირებულ პირებთან და ბიზნესებთან. ეს არის გამოწვევა სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ივანიშვილი ასევე სრულად ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას ქვეყანაში და შესაბამისად, ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ მოახდენს დემონსტრირებას იმის, რომ სახელმწიფო პირდაპირ არ მონაწილეობს სანქციების რეჟიმის არიდებაში და სანქცირებულ პირებთან შესაბამის ეკონომიკურ ურთიერთობებში"- უთხრა "ტვ პირველს" სალომე სამადაშვილმა.
"დროას" ლიდერი შექმინილი მძიმე ვითარებიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს ხდავს და ეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა:
ეს არის რუსი ოლიგარქი, რომელიც ქართველ საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს მმართველობაშიც კი არ არის. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, ჩვენ რას ვშვებით როდესაც ჩვენ ქვეყანას ასეთი კაცი მართავს, პრემიერ-მინისტრს როგორც თავის ხელის ბიჭს შეხვედრებს უგეგმავს სანქცირებულ პირებთან და ფულს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ერთადერთი - გამოსავალი არის მისი პირადად სანქცირება"- თქვა პოლიტიკოსმა.
შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებაში ჯერ კიდევ 6 თვის წინ მოყვანილი ფაქტები და დოკუმენტები დღეს "საერთაშორისო გამჭირვალობა " საქართველოს კვლევით დადასტურდა დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშივლის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის ძმას საერთო ბიზნესი რუსული წყალქვეშა გემების მშენებელი კომპანიის მფლობელთან აქვთ, ადამიანთან რომელიც ამერიკამ სანქციების სიაში შეიყვანა.
ირკვევა რომ, რასაც მთელი 10 წელი ივანიშვილის ამტკცებდა, რომ რუსეთთან კავშირი აღარ აქვს, სიცრუა და დღემდე რუსეთთან ბიზნესინტერესებს შუმავალების საშუალებით ინარჩუნებს.