გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ - მელია

13.04.21 13:32
გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი  დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ - მელია

გახარიამ თავის დროზე ჩემს დაკავებაზე თანხმობა გასცა - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

რა თქმა უნდა, გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული თავიდან ჩემს დაპატიმრებაზე და ბატონ კობახიძესაც. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და ცდილობს, რომ თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ის იყო წინააღმდეგი ჩემი დაპატიმრების. რომ ყოფილიყო წინააღმდეგი, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ - თქვა მან სასამართლოზე. 

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.