ნიკა მელიას გამოშვებით პარლამენტში არ შევალთ - გიორგი ბარამიძე
სისულელეა, ვიღაღაცამ ჩათვალოს, რომ ნიკას გამოშვებით პარლამენტში შევალთ, აბსურდულია, უზნეობაც კია - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩვნების დანიშვნაა.
გამოშვებით პოლიტიკური კლიმატი შერბილდება. უფრო ხელსაყრელი იქნება, რომ მთავარ საკითხს მივაღწიოთ. მთავარი საკითხი კი ვადამდელი არჩევნებია. დღეს დატოვებენ, თუ გამოუშვებენ ნიკა მელიას, ეს იქნება ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების გახმოვანება მისი ჯიბის სასამართლოების მიერ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო ჩახვაშვილმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს, თუ არა პატიმრობაში ,,ენმ"-ს ლიდერს.