პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს

13.04.21 15:16
პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ მოსამართლემ, მელიას მიმართ საქმის გადასინჯვისას აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა გამოიყენოს.

ბრალდების მხარეს პროკურორები ია დარჯანია და ამირან გულუაშვილი წარმოადგენენ. 

დღევანდელ პროცესზე მელიამ მისი დაკავების საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვა მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

"ნაცნიონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.