არ მომაყენოთ შეურაცხყოფა, ჩემი თავისუფლების ხარჯზე ზნეობრივ კომპრომისზე არ წახვიდეთ - მელია ოპოზიციას
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ოპოზიციას მიმართავს, რომ ზნეობრივ კომპრომისზე მისი თავისუფლების გამო არ წავიდნენ.
"მივმართავ ჩემს მეგობარ ოპოზიციონერ კოლეგებს - ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული, არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდეთ და ისტორია არ გავაყალბოთ... გათავისუფლების ხარჯზე არავინ მაკადროს, 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ. გთხოვთ, ეს არავინ მაკადროს. ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება", - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას მისი გამოშვება უნდა, "როგორც ციხის რკინის კარი ჭრიალით გააღეს და შემაგდეს, ასევე ააჩხაკუნონ იმ რკინის საკეტები და გამომიშვან, ოღონდ, კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება".
ციხეში გავძლიერდი, არ გადავიხადე გირაო და საკუთარ ტყუილებში გაიჭედნენ, ახლა ბოლომდე გაშიშვლდნენ. ბრძოლაში უნდა გამიშვათ, სიმართლისთვის", - მიმართა ოპოზიციას მელიამ.