ნიკა მელია პატიმრობაში რჩება
გადაწყვეტილება მიღებულია - მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. მელიამ მოსამართლეს "მონა" უწოდა, რის შედეგადაც ოპოზიციის ლიდერი ნინო ჩახნაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.
ჩინჩალაძის მონა ხარ, - უთხრა მელიამ მოსამართლეს და "კლანთან" მოკითხვა დააბარა.