ეს იყო სრული ფარსი, პროკურატურამ ნიღაბი ბოლომდე მოიხადა - უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

13.04.21 15:54
ეს იყო სრული ფარსი, პროკურატურამ ნიღაბი ბოლომდე მოიხადა  - უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ეს იყო სრული ფარსი, პროკურატურამ ნიღაბი მოიხადა - ეს განცხადება გიგი უგულავამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. უგულავას თქმით, სპეკულაცია იმის შესახებ, რომ მელიას საპატიმროდან გამოსვლა არ უნდა, დასრულდა. 

ეს იყო სრული ფარსი, ამაზრზენი, თავიდან ბოლომდე ნიღაბი მოიხადა პროკურატურამ, რასაც მთელი 2 თვის განმავლობაში იტყუებიან, ეს ყველაფერი დასრულდა. პროკურატურა არის დაკომპლექტებული უსინდისო აფერისტებით, დასრულდეს ტყუილი, რომ თითქოს არ უნდა მაგრამ, მიზანმიმართულად დააპატიმრეს ნიკა, ის 2 თვე ვაჭრობდნენ რომ ნახეს, რომ არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს მელია - ამბობს გიგი უგულავა. 

ცოტა ხნის წინ ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.