ნიკას ციხეში დატოვების არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ რჩება - მელიას ადვოკატი
ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება უკანონოა.
არ არსებობდა არანაირი საფუძველი მოსამართლე ჩახნაშვილის მიმართ, რომ ის მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილებები მიიღება "ოცნების" პოლიტსაბჭოში, ივანიშვილის მიერ, ილუზია იმაზე რომ სამართლებრივი დისკუსიის შედეგად მიიღება სამართლიანი გადაწყვეტილება ამის ილუზია არ გაგვაჩნია, ბუნებრივია, ჩვენ კარგად ვიცით რომ ამ სასამართლოში პოლიტიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მაშინ როცა პროკურატურა ამბობს, რომ გირაოს პირობებში ნიკას თავისუფლებაზე ყოფნა შესაძლებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკას ციხეში დატოვების არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ რჩება," - ამბობს ბექა ბასილაია.
ცოტა ხნის წინ ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.