როგორ აღმოჩნდა ბათუმის პორტში რუსული ტანკერი - ნავთობტერმინალის განმარტება
როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ბათუმის პორტში, ამ დრომდე პორტის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი ლევან გურგენიძე ირწმუნება, რომ რუსული ტანკერი ბათუმის პორტში არ შემოსულა.
ჩვენთან ტვირთი რაც წამოვიდა ეს არის ყაზახური კომპანია. ტანკერი ჯერ არ შემოსულა უნდა შემოვიდეს 7 რიცხვში. როგორ წარმოგიდგენიათ "შევრორე" ამერიკული კომპანია ნომინაციას უკეთებს რუსულ ტანკერს", - ამბობს ლევან გურგენიძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ბათუმის პორტში ნამდვილად შემოვიდა.
02 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride. ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით.
ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში გუშინ რუსული ტანკერი შევიდა. "პირველების" კამერამ რუსული კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდის "სვლ პრაიდის"ვიდეო ბათუმში გადაიღო. ტანკერი აჭარაში რუსული პორტიდან, "კავკაზიდან" შემოვიდა და ის რუსულ კომპანია "ტრანზიტ სერვისს" ეკუთვნის.