საქართველოში მედიას ყოველდღე უწევს ფიზიკურად გადარჩენა - ვატო წერეთელი
"საქართველოში მედიას ყოველდღე უწევს ფიზიკურად გადარჩენა" - ასე ეხმაურება "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, RSF-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილს იკავებს.
ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი, ლექსო ლაშქარავა, როგორი ჟლეტვა მოუწყვეს მედიას ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ. საქართველოში მედიას ყოველდღე უწევს ფიზიკურად გადარჩენა. მათთვის საქართველოში გარემო უსაფრთხო არ არის. ყველა კრიტიკული მედიის მენეჯერის მიმართ არის საქმეები აღძრული, დავდივართ სასამართლოებში, რა თქმა უნდა, ეს არის შტურმი"- განაცხადა ვატო წერეთელმა.